Wednesday, April 28, 2010

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელი
ქართველი მათემატიკოსები
\ნიკოლოზ მუსხელიშვილი და ილია ვეკუა/
პროექტის მოკლე აღწერა ერთი ორი წინადადებით
გამოჩენილი მამულიშვილების ცხოვრების და მოღვაწეობის გაცნობა და შეფასება.
მოსწავლეთა მიერ მათი პორტრეტების შექმნა დღევადელობასთან კავშირში.
პროექტის სრული აღწერა
მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად მიეცემათ მათ დავალებები:
1. მასალების მოპოვება ინტერნეტის მეშვეობით

2. ენციკლოპედიაზე მუშაობა

3.ბიბლიოთეკაში საჭირო მასალის მოძიება.

4.ფოტო მასალის შერჩევა.

5. ფილმის მოძიება და საჩვენებლად გამზადება.

6.მეცნიერების ახლობლებთან შეხვედრა ამ მიზნით ინტერვიუს კითვების მომზადება.

7. ახალი წყაროების მოძიება ისეთი მასალების მოპოვებისათვის, რომელიც არ არის ცნობილი ფართო მასშტაბისათვის.

8. მოსწავლეთა მიერ თვალსაჩინოების შექმნა.

9.მოძიებული მასალების დამუშავება და დახარისხება კონკრეტული გეგმის შესაბამისად.

10.მთაწმინდაზე ასვლა ნიკოლოზ მუსხელიშვილის და ილია ვეკუას საფლავების მონახულება და ყვავილებით შემკობა წუთშესვენებით პატივის მიგება.

11. პროდუქტის პრეზენტაცია.

12.პროექტის შემაჯამებელი შეფასება

მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით წარმოდგენა მოძიებული მასალის.

ფილმის ჩვენება.

თვალსაჩინოების და ფოტო მასალის გამოფენა

შეფასება,საჭიროების შემთხვევაში წახალისება დაჯილდოება.

მოსწავლეტა ასაკი


13–14 წელი

ვადები /ხანგრძლივობა
ერთი სემესტრი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში
თემის შერჩევა,

დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება,დამუშავება,

ფოტომასალის მოძიება,

თვალსაჩინოების მომზადება,

კითხვების მომზადება,

ინტერნეტში მუშაობა, წიგნზე მუშაობა,

ახალი წყაროების მოძებნა.

სირთულეების გადალახვისათვის უნარის გამომუშავება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
ანგარიშები მოხსენებების სახით,მომზადებული სლაიდები მოპოვებული ფოტო მასალით,თავიანთი ხელით დამზადებული სხვადასხვა თვალსაჩიოებები.

მოპოვებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
სარგებელი სხვებისთვის
მომზადებული მასალა ხელს შეუწყობს უკეთ გაეცნონ ქართველი მათემატიკოსების ცხოვრებას მათ მამულიშვილურ ღვაწლს სამშობლოს წინაშე. მათ ადამიანურ ჩვევებს ოჯახში თუ საზოგადოებაში.
სამუშაო ენა
ქართული ენა

მონაწილეები სხვა სკოლებიდან
არ გვყავს

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მოსწავლეები დარწმუნდებიან,რომ მათემატიკას კავშირი აქვს საგნებთან: ფიზიკასთან,გეოგრაფიასთან და ბევრ საგანთან არის მიმართებაში.

მოსწავლეები გამოიმუშავებენ დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევებს.

მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება.

პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება. ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად უნარის გამომუშავება.

მათემატიკის ადგილისა და მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა დისციპლინებში, ადამიანის მოღვაწეობის სზვადასხვა სფეროში.

მოსწავლე აღიზრდება მაღალზნეობრივ ღირებულებებზე. განუვითარდება მნიშვნელოვანი სამოქალაქო უნარ–ჩვევები. ისწავლის კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემას. ისწავლის წარსულში მომხდარი მოვლენების შეფასებას დღევანდელი გადმოსახედიდან.
პროექტის ფასილიტატორი
ლარისა კახიძე

ფასილიტატორის ელფოსტა
kakhidzel@gmail.com

პროექტის ფორუმი
არ გვაქვს

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

http://lalikakhidze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment